ერდოღანი რუსეთს ეწვევა

ერდოღანი, თურქეთ-რუსეთის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს მეექვსე სხდომაზე მონაწილეობის მიზნით, 10 მარტს, პარასკევს მოსკოვს გაემგზავრება

686428
ერდოღანი რუსეთს ეწვევა

პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი, თურქეთ-რუსეთის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოსმეექვსე სხდომაზე მონაწილეობის მიზნით, 10 მარტს, პარასკევს მოსკოვს გაემგზავრება.

პრეზიდენტის პრეს-ცენტრის განცხადებით, შეკრებას, რომელიც ჩატარდება ერდოღანის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თავმჯდომარეობით, შეუერთდებიან დაინტერესებული უწყების მინისტრებიც. მოხდება თურქეთ-რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების სრულყოფილად და ყველა ასპექტით განხილვა,  გათვალისწინებულია, სირიის ჩათვლით ორი სახელმწიფოსთვის საინტერესო რეგიონული და საერთაშორისო საკითხების ირგვლივ დისკუსიები, ასევე ხელი მოეწერება ორი სახელმწიფოს ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა შეთანხმებებს.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #რუსეთი , #გამგზავრება

მსგავსი ინფორმაციები