ერდოღანი მაისში ეწვევა ჩინეთს

იგი მონაწილეობას მიიღებს “აბრეშუმის გზის“ სამიტში

681721
ერდოღანი მაისში ეწვევა ჩინეთს

ჩინეთიდან მიღებული ცნობებით, ამ ქვეყნის პრეზიდენტის ში ძიანპინგის თავჯდომარეობით მიმდინარე წლის 14-15 მაისს დედაქალაქ პეკინში თანამედროვე “აბრეშუმის გზის“ პროექტის ცხოვრებაში განხორციელების მიზნით 65 ქვეყნის ლიდერის მონაწილეობით სამიტი გაიმართება და ძიანპინგმა ამ სამიტზე ოფიციალურად მიიწვია თავისი თურქი კოლეგა რ.თ. ერდოღანი.  

თურქეთი ბოლო წლებში მჭიდრო თანამშრომლობის პოლიტიკას ატარებს ჩინეთთან.  

ამჟამად ანკარა პეკინისგან   რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შესყიდვის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს, ხოლო ამის პარალელურად თურქეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრობას აპირებს



მსგავსი ინფორმაციები