თურქეთის თავდაცვის მინისტრი ბრიუსელშია

იგი მონაწილეობას იღებს ნატოს სამიტში

674011
თურქეთის თავდაცვის მინისტრი ბრიუსელშია

ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების სამიტი მიმდინარეობს, რომელზედაც თურქეთს ფიქრი იშიქი წარადგენს.

დღეს მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სირიის ქალაქ ელ ბაბის დეაშისაგან განთავისუფლების მიზნით წარმოებული ოპერაციის ფარგლებში, თურქულმა ძალებმა და სირიის ოპოზიციური თავისუფალი არმიის ქვედანაყოფებმა მთლიანად ალყა შემოარტყეს ელ ბაბს და ამჟამად გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქის ცენტრის კონტროლისათვის.

მისივე თქმით ეს ქალაქი გაიწმინდება თუ არა ტერორისტებისგან, მის შემდეგ მათი უპირველესი ამოცანა იქნება ქალაქ მუნბიჩის განთავისუფლება ქურთული PKK/PYD-ს ტერ ორგანიზაციებისგან, რათა მათ უკან, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე დაიხიონ, რამეთუ ანკარა არავითარ შემთხვევაში არ შეურიგდება ქურთების მუნბიჩში დარჩენას და ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ ამერიკასთან.

“მუნბიჩის განთავისუფლების შემდეგ კი ჯერი ტერორისტთა დედაქალაქად აღიარებულ რაკკაზე მიდგება, მაგრამ, ანკარას არ უნდა, რომ მის განთავისუფლებაში მონაწილეობა მიიღონ ქურთულმა ტერ ორგანიზაციებმა და ამის შესახებ უკვე გააფრთხილეს კოალიცია. ასე რომ, რაკკას განთავისუფლებაში მხოლოდ არაბულმა დაჯგუფებებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა და არა ქურთებმა“, განაცხადა თურქმა მინისტრმა და დაამატა, რომ სირიის საკითხის დეტალურად განხილვის მიზნით ხვალ ანკარას ეწვევა აშშ-ს შეიარაღებული ძალების უფროსი ჟოზეფ დანფორდი

 



მსგავსი ინფორმაციები