ანტარქტიდას თურქი მეცნიერ მკვლევარებიც გამოიკვლევენ

ისინი ამ კონტინენტზე სამეცნიერო ბაზას გახსნიან

672989
ანტარქტიდას თურქი მეცნიერ მკვლევარებიც გამოიკვლევენ

 თურქეთი ანტარქტიდაზე სამეცნიერო ბაზას გახსნის და შესაბამისი შეთანხმება რატიფიცირებულ იქნა დიდ ეროვნულ მეჯლისში რა, დღეიდან ძალაში შევიდა.

ასე რომ, ამიერიდან ანტარქტიდაზე თურქული სამეცნიერო ბაზა აშენდება და მასზე თურქული დროშა იქნება აღმართული.

ამავე შეთანხმებით თურქეთი, ანტარქტიდის საკითხებში უკვე “სათათბირო სახელმწიფოს“ სტატუსსაც მიიღებს.

დღეს ანტარქტიდაზე კვლევითი ბაზა გააჩნია მხოლოდ 29 სახელმწიფოს და თურქეთი 30-ე სახელმწიფო გახდა.

ამ კონტინენტზე ოკეანოგრაფიის, კლიმატის ცოცხალ ორგანიზმებზე ზემოქმედების, თევზის რეწვის, ასტრონომიის და სხვა მრავალ სფეროში ინტენსიური სამეცნიერო  კვლევები მიმდინარეობს.

ეს ყინულოვანი კონტინენტი ამავე დროს მდიდარ წიაღისეულ რეზერვებსაც შეიცავს.

პირველად ანტარქტიდას ორმა თურქმა მოგზაურმა თურქეთის ტელერადიო მაუწყებლობა TRT-ს სპონსორობით გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ჩააღწია



მსგავსი ინფორმაციები