ომერ ჩელიქი პარიზში იმყოფება

ჩელიქი ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა

669500
ომერ ჩელიქი პარიზში იმყოფება

თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში მნიშნელოვანი დადებითი მოვლენები განხორციელდება. ჩელიქმა ევროპას მოუწოდა, რომ 2017 წელში მხარეებს შორის ახალი ფურცელი გახსნან. ომერ ჩელიქი ორ დღიანი ვიზიტით პარიზში იმყოფება. იგი აქ  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ევროკავშირის მინისტრთან და  სენატის თავმჯდომარესთან შეხვედრებს გამართავს. თურქი მინისტრი ამ ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ამერიკის მხრიდან პროტექციონიზმის სვლის პოლიტიკა, ჩინეთის მხრიდან გლობალიზაციის ძალისხმევის გაზრდა, ინგლისის ევროკავშირიდან გასვლის სურვილი და სხვა მრავალი საკითხები საერთაშორისო ბალანსს ცვლის, ამიტომ ევროკავშირის თურქეთისადმი რასისტული განცხადებები არასწორი ქმედებებია.   ჩელიქმა სიტყვით გამოსვლისას თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გასული წლის 15 ივლისს, ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან თურქეთის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ევროპელ ლიდერებზე ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაუკერა თურქეთის პრეზიდენტს რა, მომხდარი დაგმო და თანადგომა გამოუცხადა. ეს ფაქტი კი თურქეთმა დადებითად შეაფასა.



მსგავსი ინფორმაციები