მიწისძვრა ჩანაქქალეში

მიწისძვრის შედეგად 12 სოფელში 300-მდე სახლი დაინგრა ან კიდევ დაზიანდა

666647
მიწისძვრა ჩანაქქალეში

გუშინ, თურქეთის ქალაქ ჩანაქქალეს აივაჯიქის რაიონში რიხტერის შკალით  5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. მიწისძვრის შედეგად 12 სოფელში 300-მდე სახლი დაინგრა ან კიდევ დაზიანდა. რეგიონში დღეს დილით ასევე კიდევ ერთი 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც თურქეთის წითელი ნახევარმთვარის და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ეკიპაჟებმა დახმარებითი სამუშაოები დაიწყეს. ჩანაქქალეს გუბერნატორმა რეგიონში კრიზისის ცენტრი შექმნა. თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის უფროსმა ქერემ ქინიქმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის ეკიპაჟების დახმარებით რეგიონში კარვები და მობილური სამზარეულოები გახსნეს.  მეორეს მხრივ მიწისძვრის შემდეგ აივაჯიქის რაიონში და მიმდებარე სოფლებში საგანმანათლებლო პროცესი ერთი დღით გადაიდო.



მსგავსი ინფორმაციები