მერკელი დღეს ანკარას ეწვევა

მერკელი გასული წლის 15 ივლისს ფეტოს მხრიდან წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის დროს დაბომბილ პარლამენტის შენობასაც მოინახულებს

663657
მერკელი დღეს ანკარას ეწვევა

თურქეთ-გერმანიას შორის ინტენსიური დიპლომატიური მიმოსვლა იწყება. სწორედ ამის ფარგლებში დღეს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ანკარას ეწვია. მხარეების მთავარი განხილვის თემა, ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა (FETÖ/PDY)-ს წინააღმდეგ ბრძოლა, რეადმისიის შესახებ ხელშეკრულება და სირიის საკითხი გახლავთ. ანგელა მერკელს პრეზიდენტი ერდოღანი ბეშთეფეში პრეზიდენტის სასახლეში მიიღებს. გერმანიის კანცლერი ანკარაში ვიზიტის  ფარგლებში ასევე პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმთანაც გამართავს შეხვედრას და ისინი ჩანქაიას სასახლეში ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ. მერკელი გასული წლის 15 ივლისს ფეტოს მხრიდან წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის დროს დაბომბილ პარლამენტის შენობასაც მოინახულებს. გერმანიის კანცლერის ანკარაში ვიზიტის დროს ასევე ორი ქვეყნის ურთიერთობა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები, მიგრანტების პრობლემა, კვიპროსის საკითხი და თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობაც იქნება განხილული.  



მსგავსი ინფორმაციები