კურთულმუშმაც დაგმო ტრამპის ანტი მუსლიმური დადგენილება

“იმედი მაქვს, რომ ამ ანტი მუსლიმურ დადგენილებას გამოასწორებენ“

662380
კურთულმუშმაც დაგმო ტრამპის ანტი მუსლიმური დადგენილება

თურქეთის ვიცე-პრემიერმა და მთავრობის პრეს წარმომადგენელმა ნუმან კურთულმუშმა ინტერვიუ მისცა გაზეთ Habertürk-ს და მასში შეფასება მისცა რა დონალდ ტრამპის დადგენილებას 7 მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებისათვის ამერიკაში შესვლის აკრძალვის შესახებ, თქვა, რომ ასეთი დადგენილება ოფიციალური ანკარისათვის მიუღებელია, რადგან ამ დადგენილების ქვეშ ისლამოფობიური, ქსენოფობიური და ანტი ემიგრანტული განწყობილება ჩანს. “ამერიკის ნაირი ქვეყნისათვის, სადაც ძმურად და მეგობრულად ცხოვრობენ სხვადასხვა რელიგიისა და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები და ფაქტიურად ამერიკული ერი მათგან შესდგება, მსგავსი დადგენილების მიღება, თანაც პრეზიდენტისაგან, აღმაშფოთებელი, გამაღიზიანებელი, უსამართლო და დისკრიმინაციულია, ამიტომაც იმედი მაქვს, რომ  ამ ანტი მუსლიმურ დადგენილებას გამოასწორებენ“, აღნიშნა კურთულმუშმა და დაამატა, რომ არც ერთი ქვეყნის კატეგორიული უმრავლესობა არ შეიძლება  იყოს ცუდი.

მისივე თქმით, მსოფლიოს ცივილიზებული და დემოკრატიული საზოგადოებრიობის ვალია ბოლომდე შეებრძოლოს ყველანაირ ტერორიზმს, მათ შორის ისლამურ რადიკალიზმს, რომელიც ისლამს ამოფარებული ცდილობს თავისი ცუდი განზრახვის შესრულებას, როცა მას საერთო არაფერი არ აქვს ისლამთან გარდა იმისა, რომ ლაქას სცხობს და წამლავს მსოფლიოში მცხოვრებ 1 მილიარდ 700 მილიონ მუსლიმანს  

 



მსგავსი ინფორმაციები