ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს მარტში შეხვდებიან

“ამ შეხვედრისათვის მზადება უკვე დაწყებულია“

662263
ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს მარტში შეხვდებიან

კრემლის პრეს წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა, რომ მარტის თვეში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს, ერდოღანსა და პუტინს შორის პირისპირი შეხვედრაა დაგეგმილი.

“ერდოღანი და პუტინი რუსეთ-თურქეთის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს მარტის შეკრებაზე ერთმანეთთან პირისპირ შეხვედრას გეგმავენ და ამისათვის სამზადისი მიმდინარეობს“, განაცხადა პესკოვმა და დაამატა, რომ ისინი სირიის კრიზისთან ერთად სხვა რეგიონალურ და საერთაშორისო პრობლემებსაც დაუთმობენ ყურადღებას.

ორ ქვეყანას შორის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს ბოლო შეკრება 2014 წლის დეკემბერში გაიმართა



მსგავსი ინფორმაციები