ერდოღანი ტანზანიას სტუმრობდა

“ფეტოს წინააღმდეგ ერთობლივად უნდა ვიბრძოლოთ“

657713
ერდოღანი ტანზანიას სტუმრობდა

აფრიკის ტურნით ტანზანიაში მყოფი თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ორი ქვეყნის ბიზნეს ფორუმზე და შეფასება მისცა რა ტერ ორგანიზაცია ფეტოს საქმიანობებს აფრიკის ქვეყნებში, თქვა, რომ განათლების, კულტურის, ქველმოქმედების თუ სავაჭრო-ეკონომიკური მოღვაწეობის ჩრდილქვეშ ამოფარებული ფეტულა გულენი და მისი ორგანიზაცია თავიანთ მზაკვრულ გეგმებს ახორციელებენ.

“ჩვენ ვიცით, რომ ფეტოს ძლიერი ფესვები გააჩნია ტანზანიაშიც და ისინი საფრთხეს წარმოადგენენ ამ ქვეყნის მომავლისთვისაც, ამიტომაც მათ წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა გვმართებს. ფეტოელებმა 15 ივლისის სამხედრო ამბოხის დროს 248 სამოქალაქო პირი მოგვიკლეს,, 2193 დაგვიჭრეს, დაგვიბომბეს პარლამენტიც კი და ამ ფაქტების შეხსენებით გვსურს, რომ ტანზანიის მთავრობამ მათ წინააღმდეგ ახლავე მიიღოს გადამჭრელი ზომები“, ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით თურქეთს აფრიკის ქვეყნებთან არა იმპერიალისტური ზრახვები, არამედ ჰუმანისტური და ადამიანური გრძნობები აკავშირებს. თურქმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო გაერო და მისი უშიშროების საბჭოს სტრუქტურაც და მისი უმოქმედობაც რა, აღნიშნა, რომ არ შეიძლება მთელი მსოფლიოს ბედი უს წევრი 5 ქვეყნის გადაწყვეტილებაზე იყოს დამოკიდებული. აქედან გამომდინარე მან გაეროს რესტრუქტურიზაცია მოითხოვა. “გაეროში მუდმივი და დროებითი წევრობა უნდა მოისპოს, მის მაგივრად ორი წლით 20 ქვეყანა შეიძლება გახდეს როტაციული თავჯდომარე, შემდეგ ამათგან ჯერ 10 წევრი შეიცვალოს, მომდევნო წელს მეორე 10 წევრი და ა.შ. ასე რომ, მსოფლიოს ყველა ქვეყანა გახდება წევრიც და მმართველიც და გაერო უფრო ქმედითი ორგანო გახდება“, განაცხადა ერდოღანმა.

ტანზანიის პრეზიდენტმა ჟოზეფ მაგუფულიმ და მისმა მეუღლენ ერდორანის და მისი მეუღლის საპატივსაცემოთ ოფიციალური ვახშამი გამართეს და ვახშამი დახურულ კარს მიღმა წარიმართა



მსგავსი ინფორმაციები