ევფრატის ფარი

ევფრატის ფარის ოპერაციის 146-ე დღეს, განეიტრალდა DEAŞ-ის წევრი 18 ტერორისტი

652148
ევფრატის ფარი

თურქეთის შეიარაღებული ძალების (TSK) მხრიდან, სირიის ჩრდილოეთით, ტერ-ორგანიზაციების წინააღმდეგ წარმართული ევფრატის ფარის ოპერაციის 146-ე დღეს, განეიტრალდა DEAŞ-ის წევრი 18 ტერორისტი.

თურქეთის გენ-შტაბის ინფორმაციით, გრძელდება DEAŞ-ის ჩათვლით, ტერ-ორგანიზაციების წარმოქმნილი  საფრთხის აღმოფხვრის, კოალიციის ძალებისთვის მხარდაჭერის და საზღვრების უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, 24 აგვისტოს, სირიის ჩრდილოეთში დაწყებული სამხედრო ოპერაცია.

ოპერაციის 146-ე დღეს, ჰაუბიცის შტურმით და ტანკებით, ცეცხლის ალში მოაქციეს დეაშისთვის განკუთვნილი თავშესაფრების, თავდაცვის პოზიციების, სამმართველო კონტროლის საშუალებების ჩათვლით 180 ობიექტი.

საჰაერო ძალებისთვის განკუთვნილი თვითმფრინავებით, დაიბომბა ელ ბაბის რეგიონში ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის 8 პოზიცია და ლიკვიდირებულ იქნა 5 შენობა, ერთი  შტაბ-ბინა და ორი დანაღმული მანქანა.

ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენის და განადგურების რაზმების მხრიდან, დეაშისგან გაწმენდის და ოპოზიციონერებისთვის მხარდაჭერის ფარგლებში, ლიკვიდირებულ იქნა 6 ხელთ ნაკეთი ასაფეთქებელი (EYP).

 ამით, ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, კონტროლირებადი ფორმით, ლიკვიდირებულ იქნა 2 ათას 933 EYP და 43 ნაღმი.


საკვანძო სიტყვები: #ევფრატი , #ფარი , #ოპერაცია

მსგავსი ინფორმაციები