ჩავუშოღლუ ლავროვს და იაგლანდს ესაუბრა

განიხილეს სირიის და კვიპროსის საკითხები

648647
ჩავუშოღლუ ლავროვს და იაგლანდს ესაუბრა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის ცნობით, ამ უწყების ხელმძღვანელ მევლუტ ჩავუშოღლუსა და მის რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შორის წუხელ სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც ძირითადად სირიის კრიზისი, სამშვიდობო მცდელობები და ამ თვის ბოლოს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ორი ქვეყნის ინიციატივით დაგეგმილი სირიის შეკრების საკითხები განიხილეს.

ამავე ცნობით, თურქი დიპლომატი ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდსაც ესაუბრა ტელეფონით და თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებთან ერთად შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მიმდინარე კვიპროსის მოლაპარაკებები განიხილეს



მსგავსი ინფორმაციები