პრეზიდენტმა და პრემიერმა იზმირში მომხდარი ტერაქტი დაგმეს

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღნმა Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში დაგმო ტერაქტი, დასძინა, რომ ტერორს გზას არ მისცემენ

645483
პრეზიდენტმა და პრემიერმა იზმირში მომხდარი ტერაქტი დაგმეს

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღნმა იზმირში მომხდარი ტერაქტი დაგმო.

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღნმა Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში დაგმო ტერაქტი, დასძინა, რომ ტერორს გზას არ მისცემენ და ვერაგული თავდასხმები ქვეყნის ერთობას კიდევ უფრო აძლიერებს. პრეზიდენტმა დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა კი განაცხადა, რომ გმობს ტერაქტს, რომლის სამიზნესაც საზოგადოებრივი მშვიდობა წარმოადგენს. მისივე თქმით, თურქეთი ერთობითა და რწმენით ამ რთულ დღეებს გადალახავს და ტერორისტებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ქედს არ მოუხრიან.

პრემიერი ილდირიმი შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილიუსთან ერთად და ჯანდაცვის მინისტრ რეჯებ აქდაღთან ერთად იზმირში ჩავიდა, სადაც ადნან მენდერესის სახელობის აეროპორტში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ტერაქტი სეპარატისტულმა ტერორგანიზაცია PKK-მ დაგეგმა და მისი მასშტაბები ძალიან დიდი იყო.

ილდირიმის განცხადებით, ბოლო პერიოდში ამ ვერაგულმა ორგანიზაციებმა, რომლებიც თურქეთის ენერგიას ამცირებენ, მუშაობა მონაცვლეობით დაიწყეს, ეს კი აჩვენებს რომ ტერორს იდეოლოგია და რაიმე წმინდა ფასეულობა არ გააჩნია.  

„ერთს DEAŞ-ი აკეთებს, მეორეს PKK, შემდეგ FETÖ და მიდიან ასე. ეს დასასრულის დასაწყისია. ეს ხანგრძლივი ბრძოლაა, მაგრამ ამ ბრძოლის გამარჯვებული თურქეთის სახელმწიფო იქნება“ -აღნიშნა პრემიერმა ილდირიმმა.

 

 



მსგავსი ინფორმაციები