ერდოღანი შანლიურფაში ჩავიდა

მან სიტყვით გამოსვლისას ტერორიზმზე და სიკვდილით დასჯაზე გაამახვილა ყურადღება

646036
ერდოღანი შანლიურფაში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანი, დღეს ქალაქ შანლიურფაში სხვადასხვა ობიექტების გახსნის ცერემონიალს დაესწრო.

ერდოღანმა იქ სიტყვით გამოსვლისას, გუშინ იზმირში მომხდარ ტერორზე  გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ოპერაციების შემდეგ აღმოჩენილი იარაღებით დგინდება:  „ტერორისტები უფრო მასშტაბურ ტერაქტის მოწყობას აპირებდნენ“.

მანვე ტერორისტები  სისხლ მოწყურებულ  მკვლელებს შეადარა. ერდოღანმა ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორიზმს ქედს არ მოუხრიან და არ ჩაბარდებიან. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას,  სიკვდილით დასჯაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი პარლამენტში დამტკიცდება, თვითონაც მოაწერს ხელს.    



მსგავსი ინფორმაციები