პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა twitter-ით მოსახელობას მიმართა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა twitter-ით მოსახელობას მიმართა და აღნიშნა, რომ ტერაქტები ქვეყნის მოსახლეობის ერთმანეთზე გადამტერების მიზნით ხორციელდება

644572
პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა twitter-ით მოსახელობას მიმართა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა twitter-ით მოსახელობას მიმართა და აღნიშნა, რომ ტერაქტები ქვეყნის მოსახლეობის ერთმანეთზე გადამტერების მიზნით ხორციელდება და დაამატა: „დღეს თურქეთს ახალი განმანთავისუფლებელი ბრძოლა აქვს. თუ ამ ბრძოლას მოვიგებთ, 2023 წლის მიზნებსაც მივაღწევთ, 2053 და 2071 წლის ხედვასაც ჩამოვაყალიბებთ. თუ წავაგებთ 100 წლის წინანდელ სევრის ხელშეკრულების ხაფანგს ისევ წინ დაგვიდებენ. ჩვენს ქვეყანაზე განხორციელებული თავდასხმების ნამდვილი მიზანი ჩვენი წონასწორობის დარღვევაა, გრძნობების გონებაზე წინ წამოწევა, ჩვენი ერთმანეთზე გადამტერება არის. ყველა მოქალაქე, პასუხიმგებლობის მქონე ყველა პიროვნება საკითხს ამ ცნობიერებით უნდა მიუდგეს, მანერა, ქცევა და სიტყვა მის მიხედვით უნდა შეარჩიოს. საიდუმლო, რითაც ამ ტერიტორიებზე ფეხზე დგომა შევძელით, არის ის, რომ ყველა სახის განსხვავებულობის მიუხედავად შევძელით საერთო სამშობლოსა და ერის ცნობიერების შექმნა. ღმერთის ნებითა და ერის მხარდაჭერით გვაქვს იმის ძალა და მტკიცე ნება, რომ ქვეყნის წინააღმდეგ წამოსულ თავდასხმებს გავუმკლავდეთ.“  

 



მსგავსი ინფორმაციები