თურქეთი ტერორიზმს არ მოუხრის ქედს

ერდოღანმა გამგებლებთან შეხვედრა გამართა

644201
თურქეთი ტერორიზმს არ  მოუხრის ქედს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში ბოლო დროს გახშირებული ტერაქტების შესახებ განაცხადა, რომ მისი მიზანი ერის ამბოხებაა.

ერდოღანი  დღეს პრეზიდენტის სასახლეში გამგებლებთან გამართულ 33-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და ბოლო დროს გახშირებულ ტერაქტებზე გაამახვილა ყურადღება რა, დასძინა, რომ ისინი ამ ტერაქტების დაძლევას მოახერხებენ. „ამ თავდასხმების მთავარი მიზანი, ჩვენი ხალხის მთავრობის საწინააღმდეგო ამბოხებისათვის შესაბამისი პირობების შექმნაა. ჩვენ კი ამ პროვოკაციებს არ წამოვეგებით. ჩვენ მტკიცედ და მყარად ვდგავართ.  გაქცევა ლაჩრების საქმეა, ჩვენი ერი კი მამაცი და მტკიცეა,“ აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით ის, ვინც აცხადებს, რომ თურქეთი ტერორიზმს დანებდა,  ასეთი განცხადებებით მხოლოდ ტერორიზმს ემსახურება. „თურქეთის საკუთარი უსაფრთხოებისათვის რეგიონში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციები არანაირად არ შეიძლება შეფასდეს სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევად და ვინც ასე ფიქრობს დიდ შეცდომაშია.

თურქეთი ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ მებრძოლი ყველაზე აქტიური ქვეყანაა. ის ვინც თურქეთს ადანაშაულებს იმაში, რომ თითქოს და თურქეთი ტერ ორგანიზაციებს უჭერს მხარს, ასეთი განცხადება მხოლოდ ტერორისტების მართლაცდა მხარდამჭერების სურვილისებრ გაკეთებული განცხადებაა.



მსგავსი ინფორმაციები