ახალი წელი თურქეთში ტრაგედიით დაიწყო

ღამის კლუბში თავდასხმას 39 კაცი ემსხვერპლა

642028
ახალი წელი თურქეთში ტრაგედიით დაიწყო

სტამოლში, ორთაქოიში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, 65 კი დაიჭრა და დაღუპულთა შორის 1 პოლიციელია.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სტამბოლის გუბერნატორმა ვასიპ შაჰინმა და აღნიშნა, რომ თავდამსხმელმა ავტომატური იარაღით ჯერ კარების წინ მდგომი პოლიციელი და ერთი მოქალაქე მოკლა, შემდეგ შიგნით შევიდა და უმოწყალოდ ამოხოცა ადამიანები, რომლებიც ახალ წელს აღიშნავდნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, გაქცეული ტერორისტის დასაკავებლად მუშაობა გრძელდება.

ჯანდაცვის მინისტრმა რეჯებ აქდაღმა შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა და განაცხადა, რომ 65 დაჭრილიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

აქდაღის თქმითვე, დაჭრილებს შორის ბევრი უცხოელია.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაღუპულებიდან ერთი, 19 წლის ისრაელის მოქალაქე ლეანნე ნასსერია 

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ტერაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია უფლებამოსილებისგან მოისმინა. იგი ტელეფონით ესაუბრა პრემიერ ილდირიმს, სტამბოლის გუბერნატორსა და სტამბოლის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს.

პრეზიდენტმა დიდი მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და დეტალური ინფორმაცია მიიღო დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ



მსგავსი ინფორმაციები