ერდოღანი ტრაპიზონში ზღვაზე აგებული პირველი სტადიონის გახსნის ცერემონიას დაესწრო

პრეზიდენტი ერდოღანი ტრაპიზონში აქიაზის დაბაში ზღვაზე აგებული პირველი სტადიონის გახსნის ცერემონიას დაესწრო

633291
ერდოღანი ტრაპიზონში ზღვაზე აგებული პირველი სტადიონის გახსნის ცერემონიას დაესწრო

პრეზიდენტი ერდოღანი ტრაპიზონში აქიაზის დაბაში ზღვაზე აგებული პირველი სტადიონის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი კატარის ემირ შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ სანისთან ერთად თურქეთის მასობრივი საბინაო ადმინისტრაციის (TOKİ) მიერ ტრაპიზონის დაბა აქიაზიში თურქეთში ზღვის ზედაპირის ამოვსებით აგებული პირველი სტადიონის და სპორტული კომპლექსის გახსნის ცერემონიას დაესწრო, სადაც სიტყვით გამოვიდა.

შენოლ გუნეშის სახელობის სტადიონის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა ერდოღანმა ყურადღება ტერორიზმთან ბრძოლის საკითზე გაამახვილა დასძინა: „ტერორიზმის ერთ-ერთი მიზანია ჩვენი ქვეყანა და ერი მის ნამდვილ მიზანსა დ მუშაობას მოსწყვიტონ და საკუთარ მანკიერ დღის წესრიგში მოაქციონ. ჩვენ ამ ხაფანგში არ გავებმებით. ტერორიზმთან ბრძოლას უწყვეტად და მტკიცედ, ინვესტიციების განხორციელებას და პროექტების ამოქმედებას, ჩვენი მიზნებისაკენ სვლას გავაგრძელებთ.“

თურქეთის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა ტერორგანიზაციების მხარდამჭერები და აღნიშნა, რომ ტერორი ამ ერს ვერ გაყოფს პირიქით ერი გაერთიანდება, უფრო ძლიერი იქნება და ბრძოლა მანამდე გაგრძელდება, სანამ ბოლო ტერორისტი არ იქნება განადგურებული.

სიტყვით გამოსვლის შედმეგ კი ერდოღანმა სტადიონი კატარის ემირ შეიხ ალ ტამისთან ერთად გახსნა.

ცერემონიის დროს სამხედროებსა და პოლიციელებს ყვავილები გადასცეს და პატივი მიაგეს დაღუპულების ხსოვნას.


საკვანძო სიტყვები: #ტრაპიზონი , #სტადიონი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები