თურქი პრემიერი ირანის ვიცე-პრეზიდენტს ტელეფონით დაუკავშირდა

განიხილეს ალეპოს ევაკუაციის და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხები

632091
თურქი პრემიერი ირანის ვიცე-პრეზიდენტს ტელეფონით დაუკავშირდა

თურქეთის პრემიერმინისტრის პრეს სამსახურის ცნობით, ბინალი ილდირიმი ტელეფონით დაუკავშირდა ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ისჰაკ ჯიჰანგირს და ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად ალეპოში შექმნილი ბოლო მდგომარეობა და მის ფონზე რეგიონალური საკითხები განიხილეს.

თურქმა პრემიერმა საუბრის დროს განაცხადა, რომ მართალია ალეპოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, მაგრამ, ევაკუაციის პროცესის დროს ხალხს ცეცხლი გაუხსნეს და ამიტომ იგი დროებით შეაჩერეს.

ილდირიმმა შეშფოთება გამოთქვა ალეპოში შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობის მიმართ და აღნიშნა, რომ ევაკუაციის შეუფერხებლად დასრულებისა და ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების სასწრაფოდ შეტანის მიზნით ყველანაირ მცდელობებს გამოიჩენენ, აღნიშნულია თურქეთის პრემიერმინისტრის პრეს სამსახურის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები