ერდოღანმა ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში საერთო ეროვნული მობილიზაცია გამოაცხადა

“ამის შემდეგ მათი დანდობა აღარ იქნება“

630510
ერდოღანმა ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში საერთო ეროვნული მობილიზაცია გამოაცხადა

ქურთი ტერორისტების მხრიდან თურქეთში უდანაშაულო ადამიანების მასიურმა მკვლელობებმა ტერაქტებითა და სხვა თავდასხმებით, ყველას მოთმინების ფიალა აუვსო და ამიტომ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დღეს, სოფლის გამგებლებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის  104-ე მუხლით მინიჭებულ  უფლებამოსილებას იყენებს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ეროვნულ მობილიზაციას აცხადებს.

“როგორი მეთოდი და რიტორიკაც არ უნდა იყოს, მე ისეთი ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ, როგორებიც არიან PKK-ა, DEAŞ-ი, FETÖ და DHKP-C-ე, ეროვნულ მობილიზაციას ვაცხადებ", ხაზგასმით განაცხადა მან და დაამატა: “ჩვენი ქვეყნის ძალოვანებს მივმართავ, სახელმწიფოც და ხალხიც თქვენს გვერდით დგას, თქვენი უფლებები ბოლომდის და სრულად გამოიყენეთ, ამიერიდან აღარ შეიწყალოთ და არ დაინდოთ არც მთებში თავშეფარებული ტერორისტები, არც ბარში საბრძოლველად ჩამოსულებიც,  არც მათი მხარდამჭერებიც, ასე რომ, მათ აღარსად აღარ უნდა იგრძნონ თავი უსაფრთხოდ“. მისივე თქმით დასავლეთს სურს თურქეთიც ლიბიის, სირიის და ერაყის მსგავსად გაანადგუროს და ნანგრევებად აქციოს, მაგრამ, ამის უფლებას და შესაძლებლობას არავის მისცემენ.

“თუ ჩვენი ხალხის ძმობის და მეგობრობის, მშვიდობის, სტაბილურობის და მყუდროების დამრღვევებს შევიწყალებთ, ჩვენი ქვეყნის მომავალს ვერ ავაშენებთ. ამიტომაც, ვინც ჩვენი დროშის დაშვებას და ერთი გოჯი მიწის წართმევას შეეცდება, მოვტეხთ ხელებს და ფეხებს რა, ამით ტერორის მსხვერპლი ჩვენი შეჰიდებიც მშვიდად იძინებენ, ასე რომ, ამიერიდან თვალი თვალის წილ პრინციპით ვიმოქმედებთ“, აღნიშნა ერდოღანმა.

პკკ-ას წინააღმდეგ 2015 წლის ივლისიდან დაწყებული ოპერაციების შედეგებზე საუბრისას პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ წარმოებული ამ ოპერაციების დროს მოკლეს, დაჭრეს ან დააპატიმრეს 9500 ქურთი სეპარატისტი, 40 ათასამდე დროებით დააკავეს და მათგან 10500 კი პატიმრობა მიუსაჯეს

 



მსგავსი ინფორმაციები