ერდოღანი აბდულა გიულის სახელობის მუზეუმის გახნას დაესწრო

პრეზიდენტი და პრემიერი აბდულა გიულის სახელობის მუზეუმის გახნას დაესწრნენ

623921
ერდოღანი აბდულა გიულის სახელობის მუზეუმის გახნას დაესწრო

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი და პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი მე-11 პრეზიდენტის აბდულა გიულის სახელზე ქაისერში აბდულა გიულის სახელობის უნივერსიტეტის კამპუსში მუზეუმისა და ბიბლიოთეკის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.

სიტყვით გამოსულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ისტორიის მუზეუმის ტრადიცია ნელ-ნელა იქმნება და აბდულა გიულის მუზეუმი თურქეთის განვითარების ჩვენების კუთხით ძალზედ მნიშვნელოვანია.

პრემიერმა კი დასძინა, რომ პრეზიდენტ აბდულა გიულის მუზეუმში 1950-2014 წლების თურქეთის პოლიტიკა საუკეთესო ფორმითაა წარმოდგენილი.   

პრემიერის შემდეგ სიტყვით გამოსულმა აბდულა გიულმა გახსნის ცერემონიაში მონაწილეებს და პროექტის დასრულებაში შეტანილი წვლილისათვის პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანს მადლობა გადაუხადა.


საკვანძო სიტყვები: #პრეზიდენტი , #პრემიერი , #მუზეუმი

მსგავსი ინფორმაციები