გუშინ მინისტრთა საბჭოს მორიგი შეკრება გაიმართა

განიხილეს დღის აქტუალური საკითხები

619548
გუშინ მინისტრთა საბჭოს მორიგი შეკრება გაიმართა

გუშინ ანკარაში მინისტრთა საბჭოს მორიგი შეკრება გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ პრეს კონფერენცია გამართა მთავრობის პრეს წარმომადგენელმა, ვიცეპრემიერმა ნუმან კურთულმუშმა და თქვა, რომ განიხილეს დღის აქტუალური საკითხები.

მისი თქმით უკვე დადგენილია, 24 ნოემბერს სირიის ქალაქ ელ ბაბის რეგიონში თურქ ჯარისკაცებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმა, რომელსაც 4 თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა, რუსეთს არ განუხორციელებია. “ეს ფაქტი თვით პუტინმა თავისი განცხადებით დაადასტურა. იმ რეგიონში მფრინავი თვითმფრინავების, ვერტმფრენების თუ უპილოტო საჰაერო აპარატების მოძრაობის ვიდეო ჩანაწერების კონტროლის შემდეგ კი ჩვენ შესაბამის ადეკვატურ ნაბიჯებს გადავდგამთ“, ხაზი გაუსვა კურთულმუშმა.

მანვე ევროპისათვის პოლიტიკურად საგანგაშო უწოდა ევროპარლამენტის მხრიდან თურქეთთან განხილვების შეჩერების დადგენილების მიღებას, ორმაგ სტანდარტში და არა შორსმჭვრეტელობაში დაადანაშაულა რა ისინი, ხაზი გაუსვა, რომ ანკარა არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს თურქეთისათვის ამ არაფრის ძალის მქონე დადგენილებას.

“ჩვენ არ გვინდა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები უარყოფითი ასპექტებში გადავიდეს, თორემ ამით ისინი უფრო მეტად დაზარალდებიან“ აღნიშნა ვიცე პრემიერმა



მსგავსი ინფორმაციები