აზიის საპარლამენტო ასამბლეის როტაციული თავჯდომარე თურქეთი გახდა

როტაციული თავჯდომარეობა ორ წელს გრძელდება

619231
აზიის საპარლამენტო ასამბლეის როტაციული თავჯდომარე თურქეთი გახდა

თურქეთი აზიაში აქტიური პოლიტიკისთვის ემზადება. სწორედ მის ფარგლებში აზიის საპარლამენტო ასამბლეის როტაციული თავჯდომარე თურქეთი გახდა. აზიის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე გენერალური შეხვედრა კამბოჯის ქალაქ  სიემ რეაპში  დაიწყო.

ინდოეთის, საუდის არაბეთის, ჩინეთის, რუსეთის და ირანის ჩათვლით 41 ქვეყნის წევრობით ჩამოყალიბებული აზიის საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე წლის განხილვის თემა მშვიდობა და  მდგრადი განვითარებაა. თურქეთის სახელით ამ სამიტს დელეგაცია ესწრება, რომელსაც თურქეთის პარლამენტის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ აჰმედ აიდინი ხელმძღვანელობს. 

150-ზე მეტი დელეგატის მონაწილეობით დაწყებული ასამბლეა ხუთ დღეს უნდა გაგრძელდეს. მომდევნო როტაციული თავჯდომარეობა, რომელიც ორ წელს გრძელდება, თურქეთს გადაეცა და მომავალი ორი წლის სამიტსაც სწორედ თურქეთი უმასპინძლებს.



მსგავსი ინფორმაციები