სოილუმ აღკვეთილ ტერაქტებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ აღკვეთილ ტერაქტებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

616748
სოილუმ აღკვეთილ ტერაქტებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ აღკვეთილ ტერაქტებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, 2016 წელში სადაზვერვო სამუშაოების შედეგად პოლიციის ზონებში ტერორგანიზაცია PKK/KCK-ს 214, ტერორგანიზაცია DEAŞ-ის 34, რადიკალურად მემარცხენე ტერორგანიზაციების 10 შეიარაღებული, დანაღმული ტერაქტი იქნა აღკვეთილი.

ამავდროულად, უსაფრთხოების ძალების ტერორგანიზაციის წინააღმდეგ ოპერაციები გრძელდება.

ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ზაპ-ავაშინ-ბასიანი რეგიონში ტერორისტების თავშესაფრებზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 7 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

ჰაქქარიში, ბითლისსა და დიარბაქირში ჩატარებული ოპერაციების შედეგად კი ტერორისტების საყოფაცხოვრებო ნივთები ამოიღეს. ნაპოვნი 6 ცალი ხელნაკეთი ასაფეთქებელი გაუვნებელყოფილი იქნა.



მსგავსი ინფორმაციები