სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ოფისზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა

იზმირის დაბა ქარაბაღლარში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ოფისზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა

615940
სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ოფისზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა

იზმირის დაბა ქარაბაღლარში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ოფისზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.

ძველი იზმირის პროსპექტზე მდებარე სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ქარაბაღლარის დაბის ოფისის შენობის მიმართულებით შვიდი გასროლა განხორციელდა.

შენობის შესასვლელ კარსა და დარაბებს 4 ტყვია მოხვდა. თავდასხმის დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა.

ინციდენტის ადგილზე მისულმა პოლიციამ მიმდებარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო.

დადგინდა, რომ თავდასხმა ერთმა პიროვნებამ ჩაიდინა და ეჭვმიტანილის დასაკავებლად მუშაობა დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები