ერდოღანი სტამბოლში თუზლა-სედეფის გემთსაშენში გემების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი სტამბოლში თუზლა-სედეფის გემთსაშენში გემების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა

610326
ერდოღანი სტამბოლში თუზლა-სედეფის გემთსაშენში გემების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი სტამბოლში თუზლა-სედეფის გემთსაშენში გემების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ თურქეთის ყველაზე დიდი პრობლემა საკუთარი თავის სწორად ვერ გადმოცემა გახლავთ. მისივე თქმით, „ამის მთავარი მიზეზი თურქეთის უნიკალური თავისებურებებია.“

„ტერორგანიზაციების ქმედებები, მხოლოდ მომხდარის ადგილზე იმ წუთში გავლენას ახდენს. ამის გარდა ჩვენს მწუხარებასა და რისხვას ზრდის, მაგრამ ჩვენს საქმიანობაზე გავლენას ვერასოდეს მოახდენს... თურქეთი საკუთარ თავში დარწმუნებულ ინვესტიციის ჩადების მსურველს არ არცხვენს. საერთაშორისო ინვესტორების დიდი ნაწილი ამ ჭეშმარიტებას ხედავენ და ამიტომ ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტ ინვესტიციებს დებენ. საქმოსნებს მოვუწოდებ ნუ გადადებენ ინვესტირებას, თუ დააგვიანებენ ინანებენ. მოდით დავაჩქაროთ ინვესტიციები“- აღნიშნა პრეზიდენტმა.   

თუზლა-სედეფის გემთსაშენში აგებული 4 გემიდან 2 ინდონეზიაში, ერთი განაში ერთი კი მიანმარში ელექტრო ენერგიის წარმოებას შეუდგება და ხელს შეუწყობს ამ ქვეყნებში ენერგო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ბოსფორის სრუტის ქვეშ 20 დეკემბერს ევრაზიის გვირაბი გაიხსნება. მისი თქმით, ორ სართულიან გვირაბში ავტომობილები აზიიდან ევროპაში და პირიქით გადავლენ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი ახალი აეროპორტის პირველი ეტაპი 2018 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება. მისივე თქმით, მომზადებულია ურბანიზაციის პროექტები, რომელთა მიხედვითაც დაახლოებით 6,5 მილიონ შენობას დაანგრევენ და თავიდან ააშენებენ.     

ცერემონიაზე ასევე სიტყვით გამოვიდა პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი და აღნიშნა, რომ ტერორთან ბრძოლა ყველა მიმართულებით გაგრძელდება.

მისივე თქმით, საზღვაო გზით გადაზიდულ ავტომობილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 330 ათასი შეადგინა. „დღეს თურქეთში 185 ათასი გემთმშენებელია აღზრდილი ამ კუთხით თურქეთი ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა და ჩინეთის შემდეგ მოვდივართ“ - განაცხადა ილდირიმმა.

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ გემები განას, ინდონეზიისა და მიანმარის მიმართულებით გააცილეს. ასევე დაიწყო 14 ახალი გემის მშენებლობა, რომელთა დასრულებაც მომდევნო წელში იგეგმება.



მსგავსი ინფორმაციები