ჩავუშოღლუმ შულცის განცხადება შეაფასა

ჩავუშოღლუმ ანკარში მყოფ ჩინელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

609767
ჩავუშოღლუმ შულცის განცხადება შეაფასა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუდ ჩავუშოღლუმ, ანკარში მყოფ ჩინელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთ კითხვაზე პასუხად ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის თავმჯდომარის მარტინ შულცის განცხადებებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და თუ მას ძალა შესწევს ჯერ სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს ევროპარლამენტში საქმიანობა შეაჩეროს. „ ეკონომიკური სანქიების საკითხზე რაც შეუძლია და რაც უნდა ის გააკეთოს. ევროკავშირის და ეროპარლამენტის თავმჯდომარის თვალთმაქცობას და ორმაგ სტანდარტს ვხედვათ“ - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

გერმანული გაზეთ Bild am Sonntag-სთვის მიცემულ ინტერვიუში შულცმა თურქეთის აქტუალური საკითხები შეაფასა და განცხადა, რომ ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის FETÖ-ს 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის გამო „სიკვდილით დასჯის“ ამოქმედების შემთხვევაში ევროკავშირმა შესაძლოა ეკონომიკური სანქციების შესაძლებლობაზე იმსჯელოს.



მსგავსი ინფორმაციები