პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა წერილობითი განცხადება გაავრცელა

10 დაკავშირებით პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა წერილობითი განცხადება გაავრცელა

607914
პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა წერილობითი განცხადება გაავრცელა

დღეს ათათურქის გარდაცვალების 78-ე წლისთავია. ამ დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ საჭიროა ათათურქის ხსოვნა, დამოუკიდებლობა, სამშობლო, დროშა, რესპუბლიკა და ქვეყნის ათასწლოვანი ცივილიზაცია განმანთავისუფლებელი ბრძოლის სულისკვეთებით დაიცვან.    

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა ბოლო 14 წელში ყველა სფეროში გატარებული მასშტაბური რეფორმებით, სახელმწიფოს მიერ ერის მომცველი პოლიტიკით ეს საუკეთესო ფორმით დაამტკიცა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით ისაუბრა ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) 15 ივლისის წარუმატებელი გადატრიალების მცდელობაზე და დასძინა:   

„ ჩვენმა გმირმა ერმა 15 ივლისის ღალატის მიმართ გამოჩენილი წინააღმდეგობით მთელს მსოფლიოს აჩვენა, რომ ქვეყნას სიცოცხლის ფასად დაიცავს.... რესპუბლიკის გასაძლიერებლად, რომელსაც გაზი მუსტაფა ქემალი „ჩემი ყველაზე დიდი ქმნილებას“-ს უწოდებდა, შრომას დაუღალავად გავაგრძელებთ.“  

ამ დღესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ ისმაილ ქაჰრამანმა და მასში ნათქვამია: „თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის პირველ თავმჯდომარეს, სახელმწიფოს პირველ პრეზიდენტს, განმანთავისუფლებელი ბრძოლის სარდლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ხსოვნას გარდაცვალების 78-ე წლისთავზე თურქ ერთან ერთად პატივს მივაგებთ... იმპერიალისტური სახელმწიფოების მიერ ანატოლიაში დარჩენილი ბოლო „ისლამის დროშის“ ჩამოგდებისათვის დაწყებული მოძრაობის წინააღმდეგ მუსტაფა ქემალმა მომავლის დაცვისაკენ მოუწოდა ერს და ლიდერობა გაუწია თავისუფლების მოპოვებას. ათათურქი თურქი ერის ეროვნულ ცნობიერებაში მუდამ ცოცხალი იქნება.“  

10 ნოემბრის ათათურქის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში პრემიერმა ბინალი ილდირიმმა კი აღნიშნა: „თურქეთი, რომელსაც ათათურქი „ჩემი ყველაზე დიდი ქმნილება“-ს უწოდებდა დღეს იქცა სახელმწიფოდ, რომლის სიტყვასაც მსოფლიოში უსმენენ, ცდილობენ მას დაუმეგობრდნენ, საერთაშორისო პრობლემის მოგვარებაში აქტიურ როლს თამაშობს და მას დიდ პატივს სცემენ.“


საკვანძო სიტყვები: #ათათურქი , #ერდოღანი , #განცხადება

მსგავსი ინფორმაციები