ჩავუშოღლი, ერაყი, სირია, აშშ-ი

ფეტოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის უპ. ამოცანას

606766
ჩავუშოღლი, ერაყი, სირია, აშშ-ი

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშორლიმ თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის საგეგმო-საბიუჯეტო კომისიის შეკრებაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს  2017 წლის  ბიუჯეტის მოხსენებაში აღნიშნა, რომ გასული წლის ბიუჯეტის შეხვედრის შემდეგ, მნიშვნელოვანმა მოვლენებმა იჩინა თავი თურქეთსა და მსოფლიოში. მათგან ერთ-ერთს წარმოადგენს ფეტოს ტერ-ორგანიზაციის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.  

ფეტოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის უპ. ამოცანას. თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისს დიდი როლი აკისრია ფეტოს ნამდვილი ვინაობის მსოფლიოსთვის გაცნობაში.   სამინისტროს მონაცემებით, დღემდე 7 ასოციაციის სტატუსით მოხდა 72 სკოლის და საგანმანათლებლო ცენტრის ჩათვლით, 79 ფეტოს ორგანიზაცია-დაწესებულების დახურვა, ან კიდევ მმართველობის გადაცემა.

ჩავუშოღლიმ ისიც აღნიშნა, რომ ახლა მუშაობენ ფეტოს ლიდერის გულენის და ტერ-ორგანიზაციის წევრების თურქეთში ჩამოყვანაზე.

"მიაღწიეს ზოგიერთების ჩამოყვანას. ჯერ-ჯერობით ვერ ხდება მათი ვინაობის გამხელა, მაგრამ ზოგიერთების ვინაობა ცნობილი გახდა. პენსილვანიაში მყოფი, ტერ-ორგანიზაციის ლიდერის  გულენის ექსტრადაციისთვის ერთობლივ მუშაობას წარმართავენ იუსტიციის სამინისტროსთან. საჭირო დოკუმენტები გადასცეს აშშ-ის ხელისუფლებას. უკანასკნელად კი, იუსტიციის სამინისტრომ ვიზიტი განახორციელა აშშ-ში. ამჟამად კონკრეტული დოკუმენტებია ვაშინგტონში, გულენის დაკავების და თურქეთისთვის გადმოცემასთან დაკავშირებით.

ჩავუშოღლი შეეხო საგარეო პოლიტიკასაც, აღნიშნა, რომ ერაყი, წლების განმავლობაში ქაოსურ მდგომარეობაშია. ხელისუფლება ვერ ახერხებს ჰეგემონობის სრულად გამოყენებას თავის სახელმწიფოში. ერაყშია დაბუდებული, "DEAŞ და PKK-ს ჩათვლით, ტერ-ორგანიზაციები.  თურქეთი ვერ დარჩებოდა უგულისყუროდ, რადგან ტერორისტები საფრთხეს უქმნიან თურქეთს და მის მოქალაქეებს. ამიტომ ხდება ერაყისთვის მხარდაჭერა.

შეეხო მუსულის ოპერაციასაც და აღნიშნა, რომ ბაღდადის ხელისუფლებას, ერაყის უფლებამოსილებს და კოალიციას, აცნობეს რომ ჰაშდი შაბის სახელწოდების სექტანტი მილიციელები არ უნდა შევიდნენ მუსულსა და ტელაფერში. აქაც უკვე საკითხის მოგვარება ხდება.

შემდეგშიც გაძნელდება კრიზისის მოგვარება ერაყში. PKK-ს სინჯარელი მრჩევლები საუბრობენ ტელაფერში შესვლაზე, მუსულის ოპერაციაში ჩართვაზე, ხშირ განცხადებებს ავრცელებენ. განსაკუთრებით იცავენ იეზდი ქურთებს. თუმცა, პკკ-ს წინააღმდეგ უკვე საჭირო ღონისძიებებია გატარებული. ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს უკანასკნელ პერიოდში, საზღვრებზე განსაზღვრული რაოდენობის სამხედროების გადაგზავნა.

ჩავუშოღლის განცხადებით, იციან, რომ ამჟამად 200-დე YPG-ს წარმომადგენელი ისევ განაგრძობს ევფრატის აღმოსავლეთში ყოფნას. ამერიკელ კოლეგებს მიმართეს, რომ ნუ ჩაერევიან თურქეთის საქმეში, რახან ნდობა გამოუცხადეს, დააცადონ საქმის მოგვარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითონ კარგავენ ნდობას. ან ვერ ერევიან 200 YPG-ელის საქმეში, ან კიდევ არ სურთ მათი ეგიონიდან გაყვანა. თავი აარიდონ ტერ-ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.-თქვა ჩავუშოღლიმ.  

სირიის კრიზისთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ ყველაზე სასარგებლოდ ითვლება საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა, მაგრამ ამისათვის აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ კი, თქვა:- თუ ვერ მოხდება შეთანხმების მიღება, გადადებულ იქნება მიგრაციის შეთანხმებაც.



მსგავსი ინფორმაციები