გუშინ მინისტრთა საბჭოს მორიგი შეკრება გაიმართა

განიხილეს აქტუალური საკითხები

600917
გუშინ მინისტრთა საბჭოს მორიგი შეკრება გაიმართა

გუშინ, პრეზიდენტ ერდოღანის თავჯდომარეობით მინისტრთა საბჭოს მორიგი შეკრება გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ პრესისათვის განცხადება გაავრცელა ვიცე პრემიერმა და მთავრობის პრეს წარმომადგენელმა ნუმან კურთულმუშმა და თქვა, რომ განიხილეს აქტუალური საკითხები.

მოსულის ოპერაციაზე საუბრისას მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ანკარა ვერ მიიღებს ამ ქალაქის განთავისუფლებისადმი წარმოებულ ოპერაციაში შიიტური შეიარაღებული ფორმირების, ჰაშდი შააბის მონაწილეობას, რადგან, არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ მოსულში მათი შესვლის შემთხვევაში ადგილობრივი სუნიტების ხოცვა ჟლეტას დაიწყებენ.

იგი შეეხო სირიის ჩრდილოეთში მიმდინარე ევფრატის ფარის სახელწოდების ოპერაციას და თქვა, რომ ოპოზიციურ სირიის თავისუფალ არმიას ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენენ, რათა მათ ქურთული ტერ ორგანიზაცია  PYD-სგან გაათავისუფლონ ქალაქი მუნბიჩი.

პკკ-ას წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ წარმოებულ ოპერაციაზე საუბრისას კურთულმუშმა აღნიშნა, რომ მარტო მიმდინარე წელს 296 მნიშვნელოვანი ტერაქტი აღკვეთეს და თურქეთშიც და ჩრდილოეთ ერაყშიც გააგრძელებენ ანტიტერორისტულ ოპერაციებს.

ვიცე პრემიერი ბოლოს ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა  FETÖ/PDY-ს ლიდერის, პენსილვანიაში მცხოვრები ფეტულაჰ გულენის ექსტრადაციის საკითხს შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ გასულ კვირას იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაღის ვაშინგტონში ვიზიტი დააჩქარებს ამ პროცესს



მსგავსი ინფორმაციები