პენტაგონის შეფი ანკარაში ჩამოდის

განხილვის თემა სირიაში და ერაყში მიმდინარე მოვლენები იქნება

594014
პენტაგონის შეფი ანკარაში ჩამოდის

დღეს ანკარას ეწვევა აშშ-ს თავდაცვის მინისტრი აშტონ კარტერი და თურქ მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას განხილვის საგანი ძირითადად როგორც DEAŞ-ისაგან ქალაქ მოსულის განთავისუფლების, ასევე საერთოდ, ერაყისა და სირიის  საკითხები იქნება.

ანკარაში დასრულებული შეხვედრის შემდეგ პენტაგონის შეფი აქედან ჯერ გაერთიანებულ არაბულ ემირატებში, აქედან საფრანგეთსა და ბელგიაში გადავა.

25 ოქტომბერს იგი პარიზში მონაწილეობას მიიღებს დეაშის წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეკრებაში, ხოლო 26 ოქტომბერს კი ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტში.

ანკარაში გამომგზავრებამდე კარტერს შეხვედრა ჰქონდა ვაშინგტონში მყოფ სამხრეთ კორეელ კოლეგა ჰან მინ კოოსთან და თქვა, რომ   DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ძლიერი მოკავშირისა და პარტნიორის სახით თურქეთი ჰყავთ და თავის თურქ კოლეგა ფიქრი იშიქთან შეხვედრისას ტერორისტების წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლის ახალ გეგმებზე გაამახვილებენ ყურადღებას



მსგავსი ინფორმაციები