ერდოღან-პუტინის სატელეფონო შეხვედრა

განიხილეს სირიისა და ერაყის უკანასკნელი ვითარება და ამ ეგიდით აზრთა მი-მოცვლა მოახდინეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში

592387
ერდოღან-პუტინის სატელეფონო შეხვედრა

პრეზიდენტმა რ.თ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. განიხილეს სირიისა და ერაყის უკანასკნელი ვითარება და ამ ეგიდით აზრთა მი-მოცვლა მოახდინეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

პრეზიდენტის წყაროების ცნობით, პუტინმა, სირიაში ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მოპოვებული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა თურქეთს.

ორმა ლიდერმა განიხილა ჰალეპში ძალადობის შეწყვეტის და ქალაქისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხიც.

კიდევ ერთხელ გამოთქვეს  მტკიცე გადაწყვეტილება თურქეთ-რუსეთს შორის ვაჭრობის, ეკონომიკის და ენერგო სექტორის ჩათვლით ყველა სფეროში ურთიერთობის განვითარების შესახებ.

პრეზიდენტმა ერდოღანმა პუტინს, მადლობა გადაუხადა 9-13 ოქტომბერს, სტამბოლის მსოფლიო ენერგეტიკულ კონგრესზე მონაწილეობის გამო.

განიხილა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, ბერლინში დღეისთვის ნორმანდიის ოთხეულის (რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთის და გერმანიის) შეხვედრაც.



მსგავსი ინფორმაციები