თურქი ჯარები პკკ-ას ავიწროებენ

გუშინ ლიკვიდირებულ იქნა კიდევ 13 ტერორისტი

591667
თურქი ჯარები პკკ-ას ავიწროებენ

თურქი ჯარები პკკ-ას წინააღმდეგ აგრძელებენ ანტიტერორისტულ ბრძოლას ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებში. თუნჯელის ოლქში წარმოქმნილ შეტაკებაში ლიკვიდირებულ იქნა 10 ტერორისტი, ხოლო მათთან ბრძოლაში მსუბუქად დაიჭრა 1 სერჟანტი.

ამ ოპერაციის დროს ხელთ იგდეს ტერორისტების კუთვნილი იარაღები და გაუვნებელყვეს 1 ხელნაკეთი ბომბი.

ბითლისის ოლქის ტატვანის რაიონის სოფელ ანადერეში მიმდინარე ოპერაციის დროს თურქმა ძალოვანებმა ხელთ იგდეს 4 ავტომატური იარაღი, 6 ხელყუმბარა და 4 ხელნაკეთი ბომბი.

მუშის ოლქში კი დააკავეს ტერორიზმში ბრალდებული 8 ეჭვმიტანილი.

კიდევ 3 ტერორისტი კი ლიკვიდირებულ იქნა სიირტის ოლქში. ოპერაციები ხსენებულ ოლქებში გრძელდება



მსგავსი ინფორმაციები