თურქეთი მოსულის ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს

ტერორგანიზაცია დეაშის წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის წევრები მოსულის ოპერაციაში თურქეთის მონაწილეობის საკითხზე შეთანხმდნენ

592226
თურქეთი მოსულის ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს

პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებით, ტერორგანიზაცია დეაშის წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის წევრები მოსულის ოპერაციაში თურქეთის მონაწილეობის საკითხზე შეთანხმდნენ.

თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში პრემიერმა აღნიშნა: „კოალიციის ძალები თურქეთის ოპერაციაში მონაწილეობაზე შეთანხმდნენ, თურქეთი კოალიციაში იქნება.“

პრემიერმინისტრმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მოსულის ტერორგანიზაცია დეაშისგან გასაწმენდად გუშინ დაწყებულ ოპერაციაში თურქული თვითმფრინავებიც მონაწილეობს.


საკვანძო სიტყვები: #მოსული , #ოპერაცია , #კოალიცია

მსგავსი ინფორმაციები