საგარეო საქმეთა სამინისტრო რეაქცია

სურათი, სადაც ამერიკელი მეზღვაურები, კლავენ ხელში თურქული დროშებით მებრძოლ ჯარისკაცებს

590005
საგარეო საქმეთა სამინისტრო რეაქცია

აშშ-ის საზღვაო ფლოტმა, შექმნის 241-ე წლისთავთან დაკავშირებით სოციალური ქსელის Twitter-ის  მეშვეობით, გაავრცელა სურათი, სადაც ამერიკელი მეზღვაურები, წარმოდგენილნი არიან მკაცრ, მამაც და მუდამ მზადყოფნაში მყოფ ჯარისკაცებად და კლავენ ხელში თურქული დროშებით მებრძოლ ჯარისკაცებს. ამან დიდი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და თურქეთმა ნოტა მისცა აშშ-ს.

 საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებმა შეხვედრა ჩაატარეს ამერიკელ კოლეგებთან.

თავიანთი უკმაყოფილება გადასცეს ამერიკის ანკარის ელჩს ჯონ ბასს. მიუღებელი უწოდეს თურქული დროშის გამოყენებით სურათში წარმოდგენილ ექსპოზიციას. მოითხოვეს პრობლემის გადაწყვეტისთვის დაუყოვნებლად საჭირო ნაბიჯის გადადგმა.

თურქეთის ვაშინგტონის ელჩი სერდარ ქილიჩი დაუკავშირდა ამერიკელ კოლეგებს და გადასცა მდგომარეობით ანკარაში გამოწვეული უკმაყოფილება. საჭიროდ მიიჩნიეს პრობლემის მოგვარება.



მსგავსი ინფორმაციები