ანტიტერორისტული ოპერაცია ანკარაში

ორმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

585239
ანტიტერორისტული ოპერაცია ანკარაში

ანკარის გუბერნატორის ერდოღან თოფაჯას განცხადებით, ქალაქ დიარბაქირიდან მიღებული შეტყობინების კვალდაკვალ ანკარის პოლიციამ ჰაიმანისაკენ მიმავალ გზაზე მდებარე ერთ მეურნეობაში მიმალული 2 ტერორისტის ყოფნა დააფიქსირა და მათ დანებება მოსთხოვათ, რაზეც ტერორისტებმა უარი თქვეს და თავი აიფეთქეს.

ამ 2 ტერორისტიდან ერთი ქალია და უკვე იდენტირებულ იქნა მათი ვინაობა, თუმცა პოლიცია ეჭვობს, რომ შეიძლება მესამე ტერორისტიც იყოს, ამიტომაც ახლო-მახლო მიდამოების კონტროლი დაიწყეს.

გუბერნატორის განცხადებითვე კამუფლაჟის მიზნით ტერორისტებს ავტომანქანაზე თურქეთის სახელმწიფო დროშა ჰქონდათ ჩამოკიდებული და მასში 200 კგ ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს.

პირველადი მონაცემებით თვითმკვლელები პკკ-ას წევრებს წარმოადგენენ



მსგავსი ინფორმაციები