აფეთქება სტამბოლში

თავდასხმა დანაღმული მოტოციკლით განხორციელდა

584361
აფეთქება სტამბოლში

სტამბოლში ბაჰჩელიევლერში მდებარე 75 წლის სახელობის პოლიციის ცენტრთან აფეთქება მოხდა. დაშავებულია 5 ადამიანი, მათ შორის ერთი მძიმედ.

გუბერნატორ ვასიპ შაჰინის მიერ „ტვიტერით“ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა დანაღმული მოტოციკლით განხორციელდა.  

„ბაჰჩელიევლერის უბანში, ფათიჰის პროსპექტზე, მოტოციკლის აფეთქების შედეგად პირველადი მონაცემებით, 5 ჩვენი თანამოქალაქე დაშავდა, მათ შორის ერთი მძიმედ“ - ნათქვამია განცხადებაში.

აფეთქების შედეგად მიმდებარედ მდგარი მანქანები და შენობები დაზიანდა. გაგზავნილია სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

უბანი გადაკეტილია და იქ შესვლა იკრძალება.

ამავდროულად პოლიციამ დაიწყო მუშაობა ორი საეჭვო პირის დასაკავებლად.

მომხდარის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ.

 


საკვანძო სიტყვები: #აფეთქება , #სტამბოლი

მსგავსი ინფორმაციები