ოპერაცია "ევფრატის ფარის" 33-ე დღე

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული ოპერაცია ევფრატის ფარის ფარგლებში ტერორისტული ორგანიზაცია დეაშის წევრი ერთი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

580273
ოპერაცია "ევფრატის ფარის" 33-ე დღე

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული ოპერაცია ევფრატის ფარის ფარგლებში ტერორისტული ორგანიზაცია დეაშის წევრი ერთი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

გაერთიანებულ შტაბში გაკეთებულ განცხადებაში ოპერაციის 37-ე დღესთან დაკავშირებული ინფორმაციაა მოცემული.

განცხადების მიხედვით, სადაზვერვო საშუალებებით აღმოჩენილ დეაშის 50 სამიზნეს 158 ცალი „ფირტინა“ და 80 ცალი რაკეტა ესროლეს.

ამგვარად, ოპერაციის დაწყებიდან 24 აგვისტოდან დღემდე მთლიანობაში 469 სამიზნეზე 5 ათას 675 გასროლა განხორციელდა.  

საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა კი ჰაჯი ქუშაჰში სამი სამიზნე გაანადგურეს.

დეაშის ორი შენობა და მანქანა გაანადგურეს, რომელზედაც „დოჩკა“ იყო დამონტაჟებული.

კოალიციის ძალებმა ზიადიაჰის რეგიონში მიმდინარე საჰაერო ოპერაციის შედეგად კი დეაშის წევრი ერთი ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინეს და ერთი შენობა გაანადგურეს.  

ამასთანავე ბაბიდან 2 კილომეტრის დაშორებით სამხრეთ-დასავლეთით მდებარე დეაშის წევრების მიერ გამოყენებული შენობა კოალიციის ძალებმა 8 რაკეტით გაანადგურეს.

ამავდროულად, ოპოზიციურმა ძალებმა რაის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ტალ არდაზე კონტროლი ისევ დაამყარეს, ზიადიაჰი და გურურუ აიღეს.  

რაის აღმოსავლეთში ალ ეიუბიაჰი კი დეაშის ხელში გადავიდა.

გუშინ დღის მანძილზე მომხდარი შეტაკებების დროს 4 ოპოზიციონერი დაიღუპა 15 კი დაიჭრა.

თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის სასაზღვრო ხაზზე უპილოტო საფრენი აპარატებით სადაზვერვო სამუშაოებს აგრძელებენ.

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველო და წითელი ნახევარმთვარის ჯგუფები და თავისუფალი სირიის არმიის პერსონალი რეგიონში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას დღეში სამჯერ საკვებს ურიგებენ და სამედიცინო მომსახურებასაც


საკვანძო სიტყვები: #ოპერაცია , #ევფრატის ფარი

მსგავსი ინფორმაციები