ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ბეშთეპეს საპრეზიდენტო რეზიდენციაში პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის თავმჯდომარეობით გუშინ 6 საათი გაგრძელდა

579584
ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ბეშთეპეს საპრეზიდენტო რეზიდენციაში პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის თავმჯდომარეობით გუშინ 6 საათი გაგრძელდა.

შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეების სიმშვიდისა და უსაფრთხოებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით წარმოებული მოქმედებები დეტალურად იქნა განხილული.  

ასევე ნათქვამია, რომ ამ ფარგლებში ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემქმნელი, ტერორგანიზაციებთან მოთანამშრომლე, თავისი ქვეყნის მოღალატე ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელურ სახელწმიფო სტრუქტურზე (FETÖ/PDY), სეპარატისტული ტერორგანიზაციების PKK-ს, PYD-YPG-ს და DEAŞ-ის წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით და გარეთ წარმოებულ ოპერაციებზე და ამ საკითხზე გატარებულ ზომებზე დაწვრილებით ისაუბრეს.

„დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის,  ჩვენი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლების დაცვისათვის ზომების ეფექტურად გატარების უზრუნველყოფის მიზნით საგანგებო ვითარების გაგრძელების რეკომენდაციის გაცემა იქნა გადაწყვეტილი“ -ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იქნა რეკომენდირებული გადატრიალების მცდელობის დღე, 15 ივლისი, ყოველწიურად იქნას აღნიშნული როგორც „დემოკრატიის და თავისუფლების დღე“.

განცხადებაში ნათქვამია: „ევროპარლამენტის დერეფნებში ტერორგანიზაციების სიმბოლოების გამოფენისა და სეპარატისტული ტერორგანიზაციების PKK/PYD-YPG-ს გამოფენებისა და შეკრებების მსგავსი საქმიანობებისადმი მეგობარი და მოკავშირე ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მიერ გამოჩენილი გულგრილი დამოკიდებულების გამო შეშფოთებულები ვართ, ტერორი საერთაშორისო პოლიტიკის ინსტრუმენტად გადაიქცა  და წაქეზებულიც კი იქნა. საჭიროა აუცილებლად მოხდეს ტერორის საერთაშორისო განსაზღვრება და ხაზი გაესვა განსხვავებული გამოყენების პრევენციისათვის თანამშრომლობის მნიშვნელობას.“

განცხადებაში ასევე შეფასებულია ოპერაცია ევფრატის ფარი და აღნიშნულია, რომ ოპერაციის უპირველესი ორი მიზანია თურქეთის საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რეგიონში მცხოვრებთა სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოების დაცვ.  მეორე კი არის  DEAŞ-სა და PYD-YPG-ს ტერორისტული ელემენტების სრულად გაწმენდა და ქვეყნის მთლიანობისათვის თავისუფალი სირიის არმიის მხარდაჭერა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთი ოპერაციას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ლეგიტიმური თავდაცვის უფლების ფარგლებში სირიის ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე ატარებს და მაქსიმალური ყურადღებას იჩენენ იმისათვის, რათა ზიანი არ მიადგეს მშვიდობიან მოსახლეობას.

აქვე კიდევ ერთხელაა ხაზგასმული  უსაფრთხო და ფრენებისათვის აკრძალული ზონის რეკომენდაციის მნიშვნელობა და ნათქვამია: „იმისათვის, რომ სირია ისევ თავისუფალ, მშვიდ და კეთილდღეობის მქონე ქვეყანად იქცეს, არსებული რეჟიმის მაგიერ, რომელსაც დაკარგული აქვს სირიის ხალხის ერთიანობის შენარჩუნების უნარი, გარდამავალი პერიოდის შემდეგ, სავალდებულოა ახალი ხელისუფლება ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით შეიქმნას.“



მსგავსი ინფორმაციები