ევფრატის ფარი

განადგურებულ იქნა ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის წინასწარ დაზვერვის და მეთვალყურეობით შესწავლილი 60 პოზიცია

574588
ევფრატის ფარი

თურქეთის შეიარღებული ძალების მხრიდან 24 აგვისტოს დაწყებული ევფრატის ფარის ოპერაციის ფარგლებში, განადგურებულ იქნა ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის წინასწარ დაზვერვის და მეთვალყურეობით შესწავლილი 60 პოზიცია.

გენ-შტაბის განცხადებით, ოპერაციის 28-ე დღეს, აზეზ-რაის რეგიონში, ოპოზიციის ელემენტების შემადგენლობის ხუთმა სპეცდანიშნულების ჯგუფმა, კონტროლში მოაქცია ბაჰვურთაჰის და ჯაკკაის რეგიონები. გრძელდება იენი იაბაჰის დაბა-დასახლებისთვის ოპერაცია.

ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის 60 პოზიცია განადგურდა 171 შტურმის ნაღმით. კოალიციის ძალებმა ზეითინლიკის რეგიონზე განახორციელეს საჰაერო ოპერაცია. განეიტრალებულ იქნა 4 ტერორისტი, განადგურდა ორი შენობა და სამხედრო მასალა.

განცხადებით, გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების სამმართველოს, წითელი ნახევარმთვარის და სირიის თავისუფალ არმიას შორის სამოქალაქოების ლოგისტიკური მუშაობა გრძელდება. გრძელდება კონტროლი და სამიზნეების განსაზღვრა. ყურადღებაა გამოჩენილი დაზარალება არ განიცადოს მოსახლეობამ.

გენ-შტაბის განცხადებით, შეიარაღებული ძალების მხრიდან 24 აგვისტოს დაწყებული ევფრატის ფარის ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს სირიის ჩრდილოეთის, ტერ-ორგანიზაციებიდან გაწმენდას და საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერებას, ხდება, თურქეთის საერთაშორისო უფლებებიდან გამომდინარე, გაეროს კონვენციის 51-ე მუხლში ნაჩვენები  უფლების დაცვის და გაეროს ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-თან ბრძოლის ფარგლებში.



მსგავსი ინფორმაციები