თურქეთი რეაქცია „Der Spiegel“-ს

თანჟუ ბილგიჩმა აღნიშნა, რომ ჟურნალის ყდა ნეგატიურ აღქმას იწვევს ისლამის შესახებ

571186
თურქეთი რეაქცია „Der Spiegel“-ს

თურქეთმა, გერმანული ჟურნალის „Der Spiegel“-ის, თურქეთისთვის მიძღვნილი სპეციალური ყდის სურათს „ცილისმწამებლურის“ დანიშნულება მისცა და მწვავედ დაგმო. საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა თანჟუ ბილგიჩმა და აღნიშნა, რომ ჟურნალის ყდა ნეგატიურ აღქმას იწვევს ისლამის შესახებ. იგი მიზნად ისახავს თურქეთის იმიჯის და რეპუტაციის შებღალვას. ევროპაში, რახანია რიგ მედიასაშუალებებს მიზანში აქვთ ამოღებული თურქეთი და ცდილობენ სახელმწიფოს საზოგადოებრიობისთვის ჩირქის მოსმას დამცირებას. ეს არის მათი არაობიექტური ტენდენციური მენტალიტეტის გამოვლინება. ხსენებული ჟურნალის სპეციალური გამოშვების ყდა, ეს არის მეტად წამქეზებლური, რომელიც მხოლოდ თურქეთის კი არა, მთელი ისლამის შესახებ ნეგატიური აღქმის გამომწვევად არის მომზადებული.   

ბილგიჩმა აღნიშნა, რომ ხალხის, დემოკრატიული გზით არჩეული ბატონი პრეზიდენტის სხვანაირი განმარტებებით ცილისწამებაც სამწუხაროა. „Der Spiegel“-ის სპეციალური გამოშვების ყდაზე გამოსახულია ერდოღანის სურათთან ერთად, მეჩეთის მინარეთები, რომლებიც რაკეტებს არის მიმსგავსებული და დასათაურებულია შემდეგნაირად:-“ქვეყანა კარგავს თავისუფლებას” საყურადღებოა, რომ ჟურნალი თვალს არიდებს ტერ-ორგანიზაცია ფეტოს, 15 ივლისის თურქეთის დემოკრატიისადმი მიმართულ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას.



მსგავსი ინფორმაციები