ქურთულმუში განცხადება

თურქეთ-აშშ-ს შორის არსებობს ურთიერთგაგების შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს დამნაშავეების გადაცემას

568866
ქურთულმუში განცხადება

ვიცე-პრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა, ერთ-ერთ კერძო ტელე-არხში, დღის აქტუალური საკითხები შეაფასა. აღნიშნა, რომ FETÖ-ს ლიდერის ექსტრადაციის შესახებ გუშინ, იუსტიციის მინისტრმა ჩაატარა შეხვედრა აშშ-ის ანკარის ელჩთან ჯო ბასთან. მართალია დეტალურად არ იცის რა ილაპარაკეს, მაგრამ ცხადია, რომ ამერიკელმა კანონმდებლებმა ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის და მისი ერის მტკიცე გადაწყვეტილება აშკარად დაინახეს.   

აღნიშნა, რომ თურქეთ-აშშ-ს შორის არსებობს ურთიერთგაგების შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს დამნაშავეების გადაცემას. მისი გათვალისწინებით საჭიროა FETÖ-ს ლიდერის თურქეთისთვის გადაცემა.  პატივისცემით უდგებიან ექსტრადაციის საკითხის სამართლებრივი პროცესის მიმართაც. საჭიროა გასამართლებამდე ფეტოს დაკავება და საკითხთან დაკავშირებით ფაილები გადაუგზავნეს აშშ-ს. ნუმან ქურთულმუშმა დაამატა, რომ ფეტო თურქეთს მსგავსად საშიშროებას უქმნის აშშ-საც.  

ტეხასის მსგავსად, აშშ-ის ყველა ორგანიზაცია დაწესებულებების არალეგალურ საქმიანობასთან დაკავშირებით საჭიროა გამოძიების დაწყება. ეს ხელს შეუწყობს ამ ტერ-ორგანიზაციის, აშშ-ისთვის ზარალის მიცემის შეფერხებას და გზას გადაუღობავს მათ თავისუფალ თარეშს.

ქურთულმუშმა გამოთქვა რწმენა, რომ აშშ-ის არჩევნების შემდეგ, აუცილებელი იქნება მოქმედების დაჩქარდება, იმიტომ, რომ აშშ-მა, თურქეთის მოლოდინის და თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობების თვალსაზრისით უკვე შეავსო ლიმიტი.  ერთ მხარეს არის 80 მილიონიანი მოსახლეობით ფეტოს მოწინააღმდეგე თურქეთი, მეორე მხარეს კი ჯალათების ბრბოს შეშლილი ლიდერი. მათ შორის უნდა მოახდინოს არჩევანი.

აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის სამი თვით გაგრძელების საკითხი არ დგას მთავრობის დღის წესრიგში.



მსგავსი ინფორმაციები