იბრაჰიმ კალინის განცხადება

PKK-ს სირიის გაგრძელებად ცნობილ YPG-ს საკითხში, ვერ მოხერხდა აშშ-თან კომპრომისის მიღწევა.

566822
იბრაჰიმ კალინის განცხადება

პრეზიდენტის მრჩეველის იბრაჰიმ კალინის განცხადებით, ტერ-ორგანიზაცია PKK-ს სირიის გაგრძელებად ცნობილ YPG-ს საკითხში, ვერ მოხერხდა აშშ-თან კომპრომისის მიღწევა. კალინმა უპასუხა, ერთ-ერთი კერძო ტელე  არხის ჟურნალისტის კითხვებს.   

აღნიშნა, რომ მტკიცე გადაწყვეტილებით განაგრძობენ მენბიჩიდან YPG-ს ტერორისტული ელემენტების გაწმენდის მცდელობას.  მართალია აშშ-მა განაცხადა, რომ YPG გადავიდა მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში, მაგრამ ეს ნათქვამი არ დამტკიცდა თურქული წყაროებით. YPG-ს ელემენტები, ევფრატის დასავლეთში გადასვლის შემთხვევაში, თურქეთისთვის კანონიერ სამიზნედ გადაიქცევიან.

 კალინმა შემდეგ დაამატა:-YPG და PYD, PKK-ს გაგრძელებაა. ერთ-ერთი ტერ-ორგანიზაციის განადგურებას ვერ შესძლებენ სხვა ტერ-ორგანიზაციის გამოყენებით.  ციტატის დასაწყისი:-„ჩვენ მოვითხოვთ, სირიის ტერიტორიული მთლიანობის დაცვით მოხდეს DEAŞ-თან ბრძოლის წარმართვა“-ციტატის დასასრული.

კალინი შეეხო ევფრატის ფარის ოპერაციას და სირიაში მიმდინარე საკითხებს. აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა G-20-ების სამიტზე ჰალეპის საკითხის ირგვლივ ცალ-ცალკე შეხვედრა ჩაატარა პუტინთან და ობამასთან. კითხვის პასუხად თუ როდის მოხდება ჰალეპში ცეცხლის შეწყვეტა,  აღნიშნა, რომ ელიან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საბოლოო შეთანხმების მიღებას.  გამოთქვამენ იმედს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას კურბან ბაირამის წინ.

დაამატა, რომ წარმატებით გრძელდება ევფრატის ფარის ოპერაცია და DEAŞ-ის ელემენტების საზღვრიდან გაწმენდა. ოპერაციას  მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც.

ჩინეთში მიმდინარე G-20-ების სამიტის შესახებ კი, აღნიშნა, რომ  დღის წესრიგის მთავარ საკითხებად ითვლებოდა ტერორიზმთან ბრძოლა და ემიგრანტების პრობლემა. გარდა ამისა, ერდოღანის პირისპირ შეხვედრებში დეტალურად განიხილა 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ფეტოს ვინაობა. შეხვედრებმა ნაყოფიერად ჩაიარა. ევროკავშირის მხრიდან ვიზის თავისუფლების საკითხის შესახებ იდეების კვალდაკვალ კი, აღნიშნა, რომ სურთ საკითხის დაუყოვნებლივ გადაწყვეტა  და რეალიზაციაში შესვლა. პროცესის დაჩქარების, უვიზო ტრანზიტის და რეადმისიის ხელშეკრულება ერთდროულად უნდა განხორციელდეს-თქვა პრეზიდენტის მრჩეველმა იბრაჰიმ კალინმა.



მსგავსი ინფორმაციები