ოპერაცია „ევფრატის ფარის“ დაწყებიდან 14 დღე გავიდა

თურქეთის ტერორიზმთან ბრძოლისა და კოალიციის ძალების მხარდაჭერისათვის ოპერაცია „ევფრატის ფარის“ დაწყებიდან 14 დღე გავიდა

565994
ოპერაცია „ევფრატის ფარის“ დაწყებიდან 14 დღე გავიდა

თურქეთის ტერორიზმთან ბრძოლისა და კოალიციის ძალების მხარდაჭერისათვის ოპერაცია „ევფრატის ფარის“ დაწყებიდან 14 დღე გავიდა.

ოპერაცია „ევფრატის ფარის“ ფარგლებში კოალიციის ძალების მხარდაჭერით მებრძოლმა თავისუფალი სირიის არმიამ გუშინ კიდევ 9 სოფელზე ქარაბაჰ მამალზე, ჰაიდარ ბაშაზე, ალ ჰუმაირაზე, უმ ეთ ტადაიაზე, ალ მასანაზე ალ მუსტაფა ალ ქაბირზე, ნაბრავე მაზრატსა და ნაბრაზე კონტროლი დაამყარა.

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა კი რეგიონში ტერორისტების 9 სამიზნეზე ჰაუბიცა ფირტინადან 99 გასროლა განახორციელეს და გაანადგურეს.

ოპერაციის დაწყებიდან დღემდე მთლიანობაში 392 სამიზნეზე 1698 გასროლა მოხდა.

თურქეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი იმისათვის, რათა რეგიონში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლება არ დაზარალდეს, ყველა სახის ზომას ატარებენ და ამ საკითხზე მაქსიმალურ ყურადღება იჩენენ.  


საკვანძო სიტყვები: #ოპერაცია , #ევფრატის ფარი

მსგავსი ინფორმაციები