პრემიერმა ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ შულცთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა

რემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ ევროპარლამენტის თავმჯდომარე შულცთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა

564041
პრემიერმა ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ შულცთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა

პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ ევროპარლამენტის თავმჯდომარე შულცთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. ილდირიმმა აღნიშნა, რომ თურქეთი ტერორს ებრძვის და ამ საკითხში მთავრობის პოზიცია ნათელია.

„დღევანდელი პირობების გამო ტერორიზმთან ბრძოლის კანონში ცვლილებებს ვერ შევიტანთ. ეს ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ჩვენი უსაფრთხოების საკითხია, თუ ამას გვერდზე გადავდებთ სხვა საკითხების მოგვარებას ხელს არაფერი უშლის“-აღნიშნა ილდირიმმა.

პრემიერმა ასევე დასძინა, რომ თურქეთი ყველა სახის ტერორს სასტიკად ებრძვის და PKK-ს, PYD-ს, DAEŞ-ს, YPG-ს და მსგავსი სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ თურქეთს ბრძოლა არა მხოლოდ საკუთარი ხალხის უსაფრთხოებას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებას უკავშირდება.



მსგავსი ინფორმაციები