თურქეთის შეიარაღებული ძალების განცხადება

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა 25 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინა

563345
თურქეთის შეიარაღებული ძალების განცხადება

თურქეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ოპერაცია ევფრატის ფარის მერვე ღრეს ზავგარისა და ქულიაჰის რეგიონებში ტერორისტთა ერთი ჯგუფის მიერ თავშესაფრად გამოყენებული 4 შენობა საჰაერო ძალების თვითმფრინავებით იქნა განადგურებული. გაერთიანებულ შტაბში გაკეთებული განცხადების მიხედვით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე ამ რეგიონებში 25 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინა.

განცხადების მიხედვით, თურქეთის შეიარაღებული ძალები გაერთიანებული სპეციალური დანიშნულების ძალთა და კოალიციური საჰაერო ძალების სირიის თურქეთის საზღვარზე მდებარე ჯერაბლუჯსის რეგიონში ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ წარმოებული ოპერაცია „ევფრატის ფარი“, საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე და გაეროს ხელშეკრულების 51-ე მუხლში შემავალი თავდაცვის კანონიერი უფლებით გაეროს დეაშთან ბრძოლის გადაწყვეტილებების ფარგლებში გრძელდება. 

კოალიციის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებმა გუზელმერზას რეგიონში განხორციელებული საჰაერო შეტევის შედეგად ტერორგანიზაცია დეაშის კუთვნილი შეიარაღებული ტრანსპორტი გაანადგურეს.

ტერორგანიზაციების წინააღმდეგ სირიის ჩრდილოეთში მიმდინარე კოალიციის ოპერაციის მხარდამჭერი თურქეთის შეიარაღებული ძალები ყველა სახის ზომას ატარებს იმისათვის რათა რეგიონში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდეს.

24 აგვისტოდან კოალიციის ფარგლებში წარმოებული ოპერაცია „ევფრატის ფარის“ შედეგად თავისუფალის სირიის არმიასთან ერთად რეგიონში მთლიანობაში 32 სოფელი ტერორისტული ნაწილებისგან გაიწმინდა და გათავისუფლდა მშვიდობიანი მოსახელობის დასაბრუნებლად. 


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ოპერაცია , #ევფრატის ფარი

მსგავსი ინფორმაციები