ქულიაჰის რეგიონში ჩატარებული საჰაერო ოპერაციის დროს დაეშის სამიზნე სრულად განადგურდა

თურქეთის შეიარაღებულ ძალებში გაკეთებული განცხადების თანახმად, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მიმდინარე ოპერაცია „ევფრატის ფარი“ გრძელდება

562574
ქულიაჰის რეგიონში ჩატარებული საჰაერო ოპერაციის დროს დაეშის სამიზნე სრულად განადგურდა

სირიის ჯერაბლუსის რეგიონში ოპერაცია „ევფრატის ფარში“ მონაწილე ტანკს ტერორისტებმა რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც სამი სამხედრო დაიჭრა. ტერორისტები ლიკვიდირებული იქნენ.

თურქეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ტერორისტები, რომლებმაც რაკეტა ჯერაბლუსის დასავლეთიდან ისროლეს, თავიანთ ტრანსპორტთან ერთად იქნენ განადგურებულნი.  

ტერორისტების მიერ ნასროლი რაკეტის შედეგად დაჭრილი სამხედროები თურქეთში გადაიყვანეს და მათ მკურნალობა უტარდებათ.

თურქეთის შეიარაღებულ ძალებში გაკეთებული განცხადების თანახმად, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მიმდინარე ოპერაცია „ევფრატის ფარი“ გრძელდება.

ამ ფარგლებში ქულიაჰის რეგიონში ჩატარებული საჰაერო ოპერაციის დროს ტერორგანიზაცია დაეშის სამიზნე სრულად განადგურდა.

ოპერაცია „ევფრატის ფარი“ ჯერაბლუსის ტერორგანიზაცია დეაშისგან გაწმენდის მიზნით ოთხშაბათს დაიწყო.  

ამავდროულად, ჰაქქარის რაიონის ჩუქურჯას ტეროტორიაზე ტერორგანიზაცია PKK-ს 10 სამიზნე თურქეთის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებმა გაანადგურეს.  



მსგავსი ინფორმაციები