ერდოღანმა შეჰიდების ოჯახის წევრებსა და ვეტერანებს პრეზიდენტის რეზიდენციაში უმასპინძლა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა გუშინ შეჰიდების (სამშობლოსათვის დაღუპულების) ოჯახის წევრებსა და ვეტერანებს პრეზიდენტის რეზიდენციაში უმასპინძლა

562387
ერდოღანმა შეჰიდების ოჯახის წევრებსა და ვეტერანებს პრეზიდენტის რეზიდენციაში უმასპინძლა
erdoğan, şehit yakınları ve gazilerle.jpg
cumhurbaşkanı recep tayyip erdoğan, şehit yakınları ve gazilerle.jpg
erdoğan, şehit yakınları ve gazilerle.jpg
cumhurbaşkanı recep tayyip erdoğan, şehit yakınları ve gazilerle.jpg
cumhurbaşkanı erdoğan, şehit yakınları ve gazilerle.jpg

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა გუშინ შეჰიდების (სამშობლოსათვის დაღუპულების) ოჯახის წევრებსა და ვეტერანებს პრეზიდენტის რეზიდენციაში უმასპინძლა.

ბეშთეპეზე გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ ყველა, ვინც ისევ ამ სისხლიან ორგანიზაციაში რჩება, სამშობლოს მოღალატეა.

ერდოღანმა მოქალაქეები გააფრთხილა და სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე ფეტოელების სათანადო ორგანოებში შეტყობინება სთხოვა.

მისი თქმით, კარგად იციან საიდან იღებენ ძალას ტერორისტული ორგანიზაციები და მინიშნებით დასავლეთი გააფრთხილა.  

„ცეცხლი, რომელმაც დღეს ჩვენ დაგვწვა, ხვალ აუცილებლად თქვენც შეგეხებათ. ის ცეცხლითქვენც დაგწვავთ. ყველა ტერორგანიზაციასთან ბრძოლას პრინციპულად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

შეჰიდების ოჯახის წევრებთნ და ვეტერანებთან შეხვედრაზე პირდაპირი ჩართვა მოხდა ჯერაბლუსთან.

ოპერაცია „ევფრატის ფარში“ მონაწილე ტანკისტი კაპიტანი ეფე ტრაბზონი ბეშეფეს ვიდეო კონფერენციის საშუალებით დაუკავშირდა და განაცხადა: „ჩვენი შენაერთები საზღვრის მიღმა საბაზო ზონაშია. მშვიდად იყოს ჩვენი ერი. ყველაფერი გაქვს, არაფერი გვაკლია.“   

ერდოღნმა კი აღნიშნა: „პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჰიდების ოჯახის წევრებთან და ვეტერანებთან ერთად ვართ. ვამაყობ იმ ინფორმაციებით, რასაც ვიღებთ. სიამაყით ვადევნებთ თვალს თქვენს ბრძოლას საზღვარზე და ასევე ჯერაბლუსში ზომიერი ოპოზიციის ბრძოლას. ღმერთი იყოს თქვენი შემწე.“



მსგავსი ინფორმაციები