სირიის მხრიდან გასროლილი 3 რაკეტის ჭურვი ქილისში ჩამოვარდა

სირიის მხრიდან გასროლილი 3 რაკეტის ჭურვი ქილისში ცარიელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა

557762
სირიის მხრიდან გასროლილი 3 რაკეტის ჭურვი ქილისში ჩამოვარდა
karkamış havan mermisi.jpg

სირიის მხრიდან გასროლილი 3 რაკეტის ჭურვი ქილისში ცარიელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

სირიის აზეზის რეგიონში მიმდინარე შეტაკებების ტერიტორიიდან ნასროლი რაკეტის ჭურვები რამდენმე წუთის ინტერვალით ქალაქის ცენტრში მდებარე ცარიელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

პირველადი მონაცემებით, შემთხვევას მსხვერპლი და ზიანი არ მოჰყოლია და რეგიონში პოლიციის ჯგუფები იქნა გაგზავნილი.

თურქეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა რეგიონის მიმართულებთ ცეცხლი გახსნეს.

საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. პროვინციის უშიშრობის სამსახურის ხელმძღვანელი ჯანდემირ ოზდემირი და ჟანდარმერიის სარდალი პოლკოვნიკი  გოქან შაჰინი ინციდენტის ადგილზე მივიდნენ.

გაზიანთეპის დაბა ქარქამიშში სირიის მხრიდან ნასროლი ორი ჭურვი ჩამოვარდა.

ალეპოს რაიონის დაბა ჯერაბლუსზე კონტროლის დასამყარებლად ტერორისტულ ორგანიზაცია დეაშ-სა და თავისუფალი სირიის არმიის წევრებს შორის შეტაკება რამდენიმე დღეა გრძელდება.

დილის საათებში შეტაკების დროს ნასროლი ორი ჭურვი ქარქამიშის უბან ქარშიაქაში მეჩეთის საერთო საცხოვრებლის ეზოში ჩამოვარდა.

ჭურვები ელექტრო სადენებს მოხვდა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. მომხდარის შემდეგ უსაფრთხოების ძალებმა უბანში შესასვლელი გადაკეტეს.

მოსახლეობა გააფრთხილეს არ გამოვიდნენ სახლებიდან.

ქარქამიშში ჭურვების ჩამოვარდნის გამო საპასუხო ცეცხლი გაიხსნა.


საკვანძო სიტყვები: #სირია , #თურქეთი , #ჭურვი

მსგავსი ინფორმაციები