გაზიანთეფში დაღუპულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა

გაზიანთეფში შაბათს ღამეს ქორწილში მომხდარი ტერაქტის შედეგად, რომელიც თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, დაღუპულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა

557057
გაზიანთეფში დაღუპულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა

გაზიანთეფში შაბათს ღამეს ქორწილში მომხდარი ტერაქტის შედეგად, რომელიც თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, დაღუპულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა.

66 დაშავებულიდან 14-ის მდგომარეობა მძიმეა.

ტერაქტის დროს დაღუპულთაგან იდენტიფიცირებული 43 ადამიანი დაკრძალეს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს შაბათს შაჰინბეის დაბაში ქუჩაში ქორწილის დროს ტერორისტულ აქტი მოხდა. თავდასხმა პირველადი მონაცემებით დაახლოებით 14 წლის ბავშვმა სხეულზე მიმაგრებული ასაფეთქებლის მეშვეობით განახორციელა.   


საკვანძო სიტყვები: #გაზიანთეფი , #ტერაქტი

მსგავსი ინფორმაციები